BAU იტვირთება…

პირველი სტუდენტური კონფერენცია მედიცინისა და ბიომედიცინის სფეროში

9 ივლისს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა პირველი სტუდენტური კონფერენცია მედიცინისა და ბიომედიცინის სფეროში. ღონისძიებაზე პრეზენტაციების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ სხვადასხვა უმაღლესი სამედიცინო დაწესებულების სტუდენტებს.

კონფერენციის მიზანი იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება. პრეზენტაციების გარდა, კონფერენციის განმავლობაში ასევე ჩატარდა შემეცნებითი სემინარები.

ღონისძიების განმავლობაში 3 საუკეთესო პრეზენტაცია დაჯილდოვდა.

BAU ბათუმის სახელით, გვინდა მადლობა გადავუხადოთ ღონისძიების ორგანიზატორებს გაწეული შრომისთვის, ხოლო ყველა მონაწილეს — მათი წვლილისთვის.