BAU იტვირთება…
Erasmus+ საერთაშორისო პერსონალის მობილობის პროგრამა.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და მარკეტინგის დეპარტამენტის სპეციალისტი, მანონი ჯაფარიძე, ერასმუს+-ის საერთაშორისო პერსონალის მობილობის პროგრამის ფარგლებში რუმინეთში, ვასილ გოლდიშის სახელობის არადის დასავლეთ უნივერსიტეტს ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, რათა განეხილათ ერთობლივი საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.
პერსონალის წევრებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაცვლასა და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერებას. BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი განაგრძობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი პარტნიორული შესაძლებლობების განვითარებას, რაც უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია.