BAU იტვირთება…
ხელი მოეწერა ხელშეკრულებას BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს შორის.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
პარტნიორობის ფარგლებში, აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, გაიარონ ტრენინგი რეჯეფ თაიფ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტის სიმულაციურ ცენტრში.
მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი კონფერენციებისა და კლინიკური პრაქტიკის დაგეგმვაზე, ასევე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ორგანიზებასა და Erasmus+-ის პროექტებში ერთობლივ მონაწილეობაზე.