BAU იტვირთება…
სტუდენტთა მობილობა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა მობილობისთვის აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტში, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ II, III, IV და V კურსის სტუდენტებს.
მობილობის პერიოდი: შემოდგომის სემესტრი
საგანმანათლებლო პროგრამა: საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და კვება
მობილობის ხანგრძლივობა: სამი თვე (სექტემბერი-ნოემბერი)
კვოტა: ერთი სტუდენტი
ფინანსური მხარდაჭერა:
უფასო სწავლება
სამოგზაურო ხარჯები
ყოველთვიური სტიპენდია
ვიზის ხარჯები და საერთაშორისო დაზღვევა
აპლიკანტებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.
მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:
Europass CV
ნიშნების ფურცელი GPA-თი
მოტივაციის წერილი
პასპორტის ასლი
სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი
კონკურსის ეტაპები:
1. დოკუმენტების მიღება: 22 მარტი 2023 – 31 მარტი 2023
2. გასაუბრება შერჩევის კომისიასთან
3. ნომინაცია
4. პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის საბოლოო შერჩევა
კურსების სია: https://bit.ly/3Frrklp
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისი უნივერსიტეტის ოფისი
იხილეთ სასწავლო ხელშეკრულება აქ