BAU იტვირთება…
BIOMED2026 საერთაშორისო მულტიდისციპლინური კონფერენცია
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო BIOMED2026-ის საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაში, რომელიც გაიმართა შეკვეთილში, 2026 წლის 31 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით. კონფერენციის მთავარმა თემამ, „ბიოსამედიცინო მეცნიერება და ინოვაცია ყველასთვის“, გააერთიანა სხვადასხვა სფეროს მეცნიერები, მკვლევრები და აკადემიური წრის წარმომადგენლები ცოდნის, გამოცდილებისა და ინოვაციური იდეების გასაზიარებლად. კონფერენციის მსვლელობისას BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წარადგინა შემდეგი სამეცნიერო კვლევები:
„ექიმების პროფესიული ავტონომიისა და პაციენტთა უფლებების ბალანსი თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში“ – ირინე იმერლიშვილი;
„შესაბამისობიდან კონცენტრაციამდე: სამედიცინო განათლების აკრედიტაციის რისკებისა და სისტემური სისუსტეების ანალიზი“ – გიორგი ცხვედიანი, ალექსანდრა მიხაილიდი;
„შიდა თეძოს არტერიის ლიგირება მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვაში“ – ჯემალ გოგიტიძე.
კონფერენციის ფარგლებში, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს მიენიჭა „მოდერატორი ორგანიზაციის სერტიფიკატი“, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის აქტიურ როლს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და ბიომედიცინის დარგში აკადემიური ინიციატივების მხარდაჭერაში.