BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის პერსონალი Erasmus+-ის გლობალური მობილობის შეხვედრის ფარგლებში ეწვია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეწვია ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Erasmus+ გლობალური მობილობის შეხვედრის ფარგლებში.

ვიზიტის დროს სამინისტროს წარმომადგენლებმა: ბატონმა ოლი ნურმიმ - გუნდის ხელმძღვანელმა, ბატონმა სვენ კლიმენტმა - დესკ ოფიცერმა და გლობალური განვითარების მენეჯერმა როზანა ავენტომ განიხილეს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონების განვითარების სტრატეგია.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოში განათლებისა და ჯანდაცვის სფეროების გაუმჯობესების ძირითად მიმართულებებს და მდგრადი განვითარებისთვის ფინეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

ჩვენ გვსურს მადლიერება გამოვხატოთ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ სტუმარმასპინძლობისა და ნაყოფიერი შეხვედრისთვის.