BAU იტვირთება…
VI ცენტრალური აზიის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მომავლის განათლება: ცვლილების ქარი“
BAU ბათუმის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ქალბატონი ლეილა ახვლედიანი მონაწილეობდა ერთკვირიან სალექციო კურსში და წარადგინა მოხსენება მე-6 ცენტრალური აზიის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე სამედიცინო განათლებაში, სახელწოდებით „მომავლის განათლება: ცვლილების ქარი“. კონფერენცია ჩატარდა 2023 წლის 20-21 აპრილს, ყაზახეთში, ყარაღანდის სამედიცინო უნივერსიტეტში. კონფერენციის ფარგლებში ქალბატონმა ლეილამ წარადგინა ზეპირი პრეზენტაცია თემაზე: „BAU ბათუმის კარგი პრაქტიკა - მეცნიერებისა და განათლების თანამშრომლობა“.