BAU იტვირთება…

შეხვედრა პროექტ STEP TOGETHER-ის წარმომადგენლებთან

პროექტ „Step Together“-ის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და სტუდენტებთან.

სამინისტროს შეხვედრისას პროექტის გუნდმა წარადგინა ინიციატივა „ნაბიჯი ერთად“. ამ ინოვაციური პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და უცხოელ რეზიდენტებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა, რაც საბოლოოდ მიზნად ისახავს ინტეგრაციის გაძლიერებას და საქართველოში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.

პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების წახალისება/ჩართვა საქართველოში ლეგალური საფუძვლით მყოფი უცხოელთა ინტეგრაციის საკითხებზე აქტიურ მუშაობაში, ასევე საქართველოში უცხოელთა სამართლებრივი სტატუსის გაუმჯობესების ხელშეწყობა.