BAU იტვირთება…
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რომის საპიენცას უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი
მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და რომის საპიენცას უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის შეთანხმება. ეს ინსტიტუცია დაარსდა 1303 წელს ევროპის შუაგულში, იტალიის დასავლეთ ნაწილში - რენესანსის ეპოქის გარიჟრაჟზე.
ვამაყობთ, რომ ჩვენი უნივერსიტეტის საგარეო პოლიტიკის მთავარი ხაზი დაკავშირებულია განათლების უძველეს ცენტრებთან პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებასთან, რაც სტუდენტებს აძლევს დასავლურ ფასეულობებთან და იმ განათლების სისტემასთან წვდომის შესაძლებლობას, რომელიც ამ უნივერსიტეტის მთავარი ქვაკუთხედია.