BAU იტვირთება…

კლინიკური პრაქტიკა ოსტრავას უნივერსიტეტში პარტნიორ ინსტიტუტებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში

მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი ალექსანდრე ქარცივაძე გაივლის კლინიკურ პრაქტიკას ოსტრავას უნივერსიტეტში პარტნიორ ინსტიტუტებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში.

საერთაშორისო თანამშრომლობა და სტუდენტებისთვის შესაძლებლობების შექმნა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის და ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენს სტუდენტებს ექნებათ წვდომა ცენტრალური ევროპის საგანმანათლებლო სტანდარტებზე პროფესიული და კარიერული წინსვლისთვის.