BAU იტვირთება…

სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება სახელწოდებით „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“.

20 სექტემბერს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიებაში თემაზე „შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“. აღნიშნული ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ინტელექტუალურმა წვლილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უნივერსიტეტის ერთგულებას აღზარდოს აკადემიურად პროფესიონალი და სოციალურად ჩართული თაობები.