BAU იტვირთება…
ახალი ჰორიზონტების კვლევა: დეკან ლეილა ახვლედიანის ვიზიტი ოსტრავას უნივერსიტეტში
მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ქალბატონი ლეილა ახვლედიანი, 19 სექტემბერს ეწვია ოსტრავას უნივერსიტეტს აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე.
ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი ლეილა ახვლედიანი შეხვდა აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალს, ასევე მოინახულა უნივერსიტეტი, ლაბორატორიები, ინფრასტრუქტურა, სამედიცინო და სიმულაციური ცენტრები.
ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ოსტრავას უნივერსიტეტის მიმართ ჩვენი ვიზიტისას გაწეული სტუმარმასპინძლობისთვის და მოუთმენლად ველით მათ პატივცემულ ინსტიტუციასთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შესაძლებლობას.