BAU იტვირთება…

100,000 ლარიანი საგრანტო კონკურსი მკვლევრებისთვის მედიცინისა და ჯანდაცვის სფეროში

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კვლევითი პროექტების კონკურსს მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებების სფეროში მომუშავე მკვლევრებისთვის, უნივერსიტეტისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების ბაზაზე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განსახორციელებლად.

საგრანტო კონკურსის მიზანია დარგის მკვლევრებისა და უნივერსიტეტის საერთაშორისო კვლევითი პარტნიორების დაკავშირება მაღალი ხარისხის და საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების განსახორციელებლად.

საგრანტო კონკურსის მონაწილეებს ეძლევათ შესაძლებლობა, BAU-სთან და მის პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით შეიმუშაონ და განახორციელონ კვლევითი პროექტები, რომლებიც შეიცავს ინოვაციურ მიდგომებს.

საგრანტო კონკურსი გამოცხადებულია შემდეგი მიმართულებებით:

მედიცინა

სტომატოლოგია

ჯანმრთელობისა და საზოგადოებრივი კეთილდღეობის სხვა სფეროები

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგ პირებს:

ა) BAU-ს აკადემიური პერსონალი

ა) ქართველი და უცხოელი მკვლევრები

ბ) ქართული და უცხოური კვლევითი ორგანიზაციები და ასოციაციები

კონკურსის ეტაპები:

საკონკურსო პროექტის მოკლე აღწერილობის წარდგენა

საკონკურსო პროექტის პირველადი შეფასება

სრული პროექტის წარდგენა და გამარჯვებული პროექტ(ებ)ის გამოვლენა.

კონკურსის პირობები:

კონკურსის პირველ ეტაპზე წარმოდგენილი პროექტი უნდა იყოს აქტუალური მეცნიერების შესაბამის დარგში.

პროექტმა უნდა გაითვალისწინოს სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მათი აკადემიური პერსონალის ჩართვის შესაძლებლობები.

პროექტი უნდა განხორციელდეს მისი ინიციატორ(ებ)ის BAU-სთან აფილირებით, ან ითვალისწინებდეს კონკურსის შედეგების BAU-ს სახელით გამოქვეყნებისა და გამოყენების შესაძლებლობას.

პირველ ეტაპზე, შერჩეულ პროექტებს შეაფასებენ BAU, მისი პარტნიორი უნივერსიტეტები და გარე ექსპერტები.

კონკურსანტებმა, რომლებიც გაივლიან კონკურსის პირველ ეტაპს, უნდა წარადგინონ სრული პროექტი და ბიუჯეტი BAU-ს მიერ დადგენილ ვადებში.

პროექტის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 100,000 ლარს. უფრო მაღალი ღირებულების პროექტის შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს თანადაფინანსება.

კონკურსის შედეგად, დაფინანსდებიან ყველაზე მაღალი შეფასების მქონე პროექტები, კონკურსისთვის განსაზღვრული და პროექტებისთვის საჭირო ბიუჯეტის ფარგლებში.

კონკურსის ვადები

საკონკურსო განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 2023 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 20 დეკემბრამდე უნივერსიტეტის ოფისში

განაცხადთან ერთად, დანართის შესაბამისად, უნდა წარედგინოს პროექტის მოკლე აღწერა და გამარტივებული ბიუჯეტი.