BAU იტვირთება…

Erasmus+ გაცვლითი პროგრამა - სტუდენტთა მობილობა რუმინეთში

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა მობილობისთვის რუმინეთში, არადის დასავლეთის უნივერსიტეტ „ვასილე გოლდისში“, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ II, III, IV და V კურსის სტუდენტებს.

მობილობის პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი

საგანმანათლებლო პროგრამა: მედიცინა

მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი)

კვოტა: ორი სტუდენტი

ფინანსური მხარდაჭერა:

ყოველთვიური სტიპენდიები და მგზავრობის ხარჯები – სულ 3400 ევრო

უფასო სწავლება

ვიზის ხარჯები და საერთაშორისო დაზღვევა

აპლიკანტებმა პროგრამაში მონაწილეობისთვის უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.

მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:

Europass CV

ნიშნების ფურცელი GPA-თი

მოტივაციის წერილი

პასპორტის ასლი

სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

კონკურსის ეტაპები:

1. დოკუმენტების მიღება: 14 ნოემბერი, 2023 – 28 ნოემბერი, 2023

2. გასაუბრება, 13 დეკემბერი, 14:00

3. ნომინაცია გამგზავნი დაწესებულების მიერ - BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

4. პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის საბოლოო შერჩევა – არადის „ვასილ გოლდიშის“ სახელობის დასავლეთ უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისს, უნივერსიტეტის ოფისს

საინფორმაციო ფურცელი თან ერთვის