BAU იტვირთება…
BAU ბათუმი გახდა საქართველოს I2Q – ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის პროექტის გამარჯვებული
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა საქართველოს I2Q - ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - საგრანტო პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ გამარჯვებული, რომელიც დაფინანსებულია კონკურენტუნარიანი ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ.
კონკურენტული ინოვაციების ფონდის სტრატეგიული მიზანია უმაღლესი განათლების პროგრამებისა და სასწავლო გარემოს სწრაფი მოდერნიზაციის ხელშეწყობა და შრომის ბაზართან მისი კავშირების გაძლიერება.
გამარჯვებული პროექტი მიზნად ისახავს ჯანდაცვის სფეროში შრომის ბაზართან ინტეგრირებული უმაღლესი განათლების ხელშეწყობას თანამედროვე, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამებისა და მდგრადი, სექტორთაშორისი პარტნიორობის განვითარების გზით.
ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონსორციუმი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მონაწილეობით, რომელიც შეისწავლის ჯანდაცვის ბაზრის საჭიროებებს და იზრუნებს საგანმანათლებლო პროგრამებისა და კვლევების სწრაფ მოდერნიზაციასა და ხელმისაწვდომობაზე.
საქართველოს საავადმყოფოების ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი „კურაციო“, სხვადასხვა პროფილის დამსაქმებლები, კონსორციუმს პარტნიორობას უწევენ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პოლიტიკის, ასევე დაწესებულებათა მართვის მიმართულებით.
პროექტი ავითარებს კომპლექსურ მიდგომას საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დამსაქმებლებსა და სტუდენტებს შორის თანამშრომლობისთვის ჯანდაცვის სფეროში.
პროექტი კომპლექსურად განიხილავს უმაღლესი განათლების პერსპექტივებს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) სამი პრიორიტეტის სინერგიის ჭრილში - განათლება (SDG4), ჯანმრთელობა (SDG3) და დასაქმება (SDG8).