BAU იტვირთება…

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები BAU ბათუმში

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების უპირატესობები და ამ პროცესში ახალგაზრდა ამომრჩეველთა ჩართულობა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლებმა ინფორმაცია გაუზიარეს სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალსა და თანამშრომლებს.

დამსწრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ და გამოეცადათ ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიები, მათ შორის ვერიფიკაციის, ხმის მიცემისა და დათვლის აპარატები.