BAU იტვირთება…

საჯარო ლექცია - შესავალი ხელოვნურ ინტელექტში ჯანდაცვაში: მომავალი უკვე აქ არის

22 ნოემბერს, სტუდენტთა კარიერული განვითარების კვირეულის ფარგლებში, მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის იტალიური საზოგადოების დამფუძნებელმა, ლუიჯი დე ანჯელისმა ჩვენი სტუდენტებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე: „შესავალი ხელოვნურ ინტელექტში ჯანდაცვის სფეროში: მომავალი უკვე აქ არის“. სესიის მიმდინარეობისას პროფესორმა დე ანჯელისმა ვრცლად ისაუბრა ჯანდაცვის სექტორში ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობაზე და განიხილა როგორც მისი გამოწვევები, ისე სამომავლო პოტენციალი.