BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა პრეზენტაცია Horizon Europe-ის შესახებ

26 თებერვალს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა გამართა პრეზენტაცია „Horizon Europe“-ის შესახებ, რომელიც ფოკუსირებული იყო ევროკავშირის ძირითადი დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კვლევისა და ინოვაციების კოლაბორაციულ ასპექტებზე. შეხვედრას უძღვებოდა „Horizon Europe“-ის საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი, ბატონი შოთა როდინაძე. დამსწრე აკადემიურ პერსონალს გააცნეს აღნიშნული პროგრამის როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული უპირატესობები.