BAU იტვირთება…

იაპონიის დღეები 2024

7 მარტს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა ღონისძიება - „იაპონური დღეები 2024“.

შეხვედრას ესწრებოდა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, მისი აღმატებულება ბატონი იშიზუკა ჰიდეკი, რომელმაც საჯარო შეხვედრა სიტყვით გახსნა. შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო საქართველოსა და იაპონიას შორის ორმხრივ ურთიერთობებს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პერსონალის საერთაშორისო მობილობაში ჩართვის პერსპექტივებს შორეული აღმოსავლეთის რეგიონის მიმართულებით.

ასევე, შეხვედრას ესწრებოდა იაპონური კულტურისა და ენის ცენტრი, რომელმაც მოაწყო კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხე: ტრადიციული იაპონური სამოსის დემონსტრაცია, იაპონური ჩაის სპეციფიკა, ანიმეს კულტურის თავისებურებები და იაპონური დამწერლობის - ჰირაგანასა და კატაკანას მასტერკლასი. ჩვენი უნივერსიტეტის საგარეო მიმართულება - თანამშრომლობა იაპონიის ინსტიტუტებთან, მომავალში მსგავსი აქტივობებისთვის ერთგვარი ქვაკუთხედი იქნება.