BAU იტვირთება…
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შეხვედრაში
28 მარტს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი დაესწრო საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას. შეხვედრა ფოკუსირებული იყო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე, განსაკუთრებული აქცენტით საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, შესაძლებლობებზე, გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე განათლების ინტერნაციონალიზაციასა და ინფორმაციის გავრცელების მნიშვნელობაზე.