BAU იტვირთება…
ცნობილი გერმანული ბრენდი Dr. Belter სტუმრობს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს
17 აპრილს, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ცნობილ გერმანულ ბრენდს Dr. Belter. სესია ჩაატარა ბრენდის აღმასრულებელმა დირექტორმა, სონია ბელტერ-ჰელალმა.
კომპანია სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის კოსმეტიკური პროდუქციის კვლევაში, განვითარებასა და წარმოებაში.
შეხვედრისას მათ განიხილეს ბრენდის პროდუქცია და კოსმეტიკურ ინდუსტრიაში 40-წლიანი გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული მეთოდოლოგია.
საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, გერმანია ჩვენს სტრატეგიულ დაგეგმარებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენს ინტეგრაციას გლობალური პარტნიორობის განვითარებაში.
ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ორგანიზაცია Dr. Belter-ის მიმართ გამოცდილებისა და ხედვების გაზიარებისთვის.