BAU იტვირთება…

ღია კარის დღე BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში

27 აპრილს, 12 საათზე, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი გიწვევთ ღია კარის დღის ღონისძიებაზე.

ღია კარის დღის სესიის მიმდინარეობისას უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუდენტებს მიაწვდიან ინფორმაციას BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ფაკულტეტების, აკადემიური პერსონალისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია 1-დღიანი ტური, სადაც ტრანსპორტირებისა და კვების ხარჯებს ჩვენი ორგანიზაცია დაფარავს.

შეხვედრის ბოლო ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხის სესიას. მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა მისამართზე https://bit.ly/4aZbgos

თარიღი: 27 აპრილი დრო: 12:00 ადგილმდებარეობა: ფრიდონ ხალვაშის ქუჩა, №237