BAU იტვირთება…
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 3 სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ჯგუფი.
პროექტის წინადადების წარდგენა შეუძლია მე-6 კურსის 4 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფს.
პროექტი წარდგენილი უნდა იყოს სპეციალური ფორმით. (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი 1).
პროექტის მიმართულებებისა და ხელმძღვანელების ჩამონათვალისთვის იხილეთ დანართი 2.
ჯგუფს უფლება აქვს წარმოადგინოს პროექტის წინადადება სხვა მიმართულებებითაც, შესაბამისი ხელმძღვანელის მითითებით. ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნას მიღებული უნივერსიტეტის ბაზაზე პროექტის განხორციელების შესაძლებლობა.
სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხანგრძლივობაა 3 თვე; სამეცნიერო საგრანტო პროექტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის მაქსიმალური ოდენობაა 3000 ლარი.
აპლიკანტის, ხელმძღვანელისა და მონაწილეების CV-ები და ბიუჯეტი პროექტის სააპლიკაციო ფორმას თან უნდა დაერთოს დანართის სახით (იხილეთ დანართი 3).
პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 3 მაისი.