BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეწვია რუმინეთის ვასილ გოლდიშის სახელობის დასავლეთ არადის უნივერსიტეტს.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი, Erasmus+ თანამშრომელთა კვირეულის ფარგლებში, 21-25 მაისს რუმინეთში, ვასილ გოლდიშის სახელობის არადის დასავლეთ უნივერსიტეტს ეწვია.

შეხვედრისას, რომელშიც მონაწილეობდნენ 22 ქვეყნის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლები, ჩატარდა სტრატეგიული დაგეგმვის გამოცდილების გაზიარება. პარტნიორები გაეცნენ უნივერსიტეტის შიდა სტრუქტურას, გაცვლით პროგრამებსა და ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკას. შედეგად, ერაზმუსის კონტექსტში დაიგეგმა სხვადასხვა საერთაშორისო აქტივობა.