BAU იტვირთება…

შრომის ბაზრის მოთხოვნები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები

შეხვედრა თემაზე „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში: გამოწვევები და პერსპექტივები“ გაიმართება 20 სექტემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში. ღონისძიება ორგანიზებულია საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და მედიცინის სკოლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გუნდის მიერ, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ნაწილს.

შეხვედრისას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლები, ჯანდაცვის პოლიტიკის შემქმნელები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სტუდენტები/კურსდამთავრებულები, განხილული იქნება ჯანდაცვის შრომის ბაზრის საჭიროებების კვლევის შედეგები და გაიმართება დიალოგი.

სამუშაო ენა: ქართული

თარიღი: 20 სექტემბერი, 10:00 საათი

მდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3XDRryZ