BAU იტვირთება…
სემინარი სახელწოდებით: „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სექტორში: გამოწვევები და პერსპექტივები“
20 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სემინარი თემაზე: „შრომის ბაზრის საჭიროებები ჯანდაცვის სექტორში: გამოწვევები და პერსპექტივები“. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ჯანდაცვის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების განხილვა და ამ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის ექსპერტები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები და სტუდენტები. განხილულ თემებს შორის იყო კადრების დეფიციტი, დასაქმების შესაძლებლობები და უმაღლესი განათლების პროგრამების მოდერნიზაცია.
ღონისძიება წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას დისკუსიებისთვის, რომლებიც ხელს შეუწყობს თანამშრომლობას საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ჯანდაცვის სექტორს შორის.