BAU იტვირთება…
Geoanesthesia 2024
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ და აქტიურად მონაწილეობდნენ 4-5 ოქტომბერს ბათუმში, შერატონ ბათუმის სასტუმროში გამართულ კონფერენციაში „Geoanesthesia 2024“. ღონისძიება წარმოადგენდა ანესთეზიოლოგების, ინტენსივისტებისა და გადაუდებელი მედიცინის სპეციალისტების საერთაშორისო შეხვედრას, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ექთნები.
კონფერენციაზე განიხილეს ანესთეზიოლოგიისა და ინტენსიური თერაპიის აქტუალური საკითხები, საქართველოში ტკივილის მართვის დანერგვა, ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიისა და გადაუდებელი მედიცინის ზოგადი თემები, ასევე რადიოლოგიური დიაგნოსტიკის როლი ანესთეზიოლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. ორი სამუშაო დღის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვნენ ვორქშოფებსა და დისკუსიებში.
BAU ბათუმის გუნდი მათ წარმატებებს უსურვებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში.