BAU იტვირთება…
კლინიკური პრაქტიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში 2024-2025 სასწავლო წლისთვის
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს III, IV, V და VI კურსის სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკის გასავლელად ჩეხეთის რესპუბლიკაში, დასავლეთ ბოჰემიის უნივერსიტეტსა და ოსტრავას უნივერსიტეტში.
მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი თვე
კვოტა: ოთხი სტუდენტი
აპლიკანტებმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.
საჭირო დოკუმენტები:
· პასპორტის ასლი
· სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
· Europass CV
· სამოტივაციო წერილი
· აკადემიური მოსწრების ფურცელი GPA-სთან ერთად
· პორტფოლიო
კონკურსის ეტაპები:
1. დოკუმენტების მიღება: 23 ოქტომბერი, 2024 – 10 ნოემბერი, 2024
2. გასაუბრება კომისიასთან: 12 ნოემბერი, 2024
3. ნომინაცია გამგზავნი დაწესებულების მიერ - BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
4. პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ სტუდენტის საბოლოო შერჩევა
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნომინირებული სტუდენტებისთვის გამოყოფს 500 ევროს ოდენობის დაფინანსებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისი