BAU იტვირთება…

სტუდენტთა მობილობა ჟეშუვის უნივერსიტეტში, ჟეშუვი, პოლონეთი

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სტუდენტთა მობილობისთვის ჟეშუვის უნივერსიტეტში (ჟეშუვი, პოლონეთი), Erasmus+ პროგრამის ფარგლებში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ II, III, IV და V კურსის სტუდენტებს.

მობილობის პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი

საგანმანათლებლო პროგრამა: მედიცინა

მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი თვე (თებერვალი-ივნისი)

კვოტა: ერთი სტუდენტი

ფინანსური მხარდაჭერა:

სრულად დაფინანსებული: ყოველთვიური სტიპენდიები და მგზავრობის ხარჯები

უფასო სწავლება

აპლიკანტებმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმა - https://bit.ly/4eAo4Tl და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.

მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:

Europass CV

ნიშნების ფურცელი GPA-თი

მოტივაციის წერილი

პასპორტის ასლი

სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

კონკურსის ეტაპები:

1. დოკუმენტების მიღება: 18 ნოემბერი, 2024 – 25 ნოემბერი, 2024

2. გასაუბრება – 26 ნოემბერი, 2024

3. ნომინაცია გამგზავნი დაწესებულების მიერ - BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი

4. პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის საბოლოო შერჩევა – ჟეშუვის უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისს

დამატებითი ინფორმაცია:

https://www.ur.edu.pl/en/erasmus

https://www.ur.edu.pl/en/courses