BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები Erasmus+-ით რუმინეთში ახალ ჰორიზონტებს შეიმეცნებენ

Erasmus+-ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, BAU ბათუმის მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები მურმან აბაშიძე და ანი ლაშქარავა სწავლას რუმინეთში, 2024-2025 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრში გააგრძელებენ.

საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა სრულად აფინანსებს სტუდენტების სწავლას პარტნიორ დაწესებულებაში, რაც იძლევა განათლების ინტერნაციონალიზაციის, ასევე პროფესიული და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ ევროპაში თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დაწესებულებისთვის. შესაბამისად, ვასილ გოლდიშის სახელობის არადის დასავლეთ უნივერსიტეტთან კოლაბორაცია და სტუდენტთა მობილობის ორგანიზება დაწესებულების ორმხრივი ურთიერთობების არსებითი კომპონენტებია.