BAU იტვირთება…
სამედიცინო მომსახურების ხარისხი, პაციენტის უსაფრთხოება და რისკების მართვა
14-15 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების მენეჯმენტისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროფესიონალებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ტრენინგში, სახელწოდებით „სამედიცინო მომსახურების ხარისხი, პაციენტის უსაფრთხოება და რისკების მართვა“. ამ ტრენინგის მიზანია სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების თანამედროვე კონცეფციების შესახებ ცოდნის გაღრმავება, ასევე პრაქტიკული გამოყენების უნარების გაუმჯობესება.
სასწავლო პროგრამა, რომელიც მორგებულია საქართველოს ჯანდაცვის ბაზრის საჭიროებებზე, შეიმუშავა საერთაშორისო ექსპერტმა თომას კოზლოვსკიმ, JCI აკრედიტაციის სტანდარტების ავტორმა. მას ჩაატარებს მისი ხელმძღვანელობით მომზადებული ტრენერთა გუნდი.
⫸ ორგანიზატორები: ტრენინგი ტარდება პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში, ა(ა)იპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობითა და მსოფლიო ბანკისა და კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციების ფონდის მხარდაჭერით.
📍 ადგილმდებარეობა: ბათუმი, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსი (ფრიდონ ხალვაშის გამზირი 237).
პროექტი დაფარავს მონაწილეობის ყველა ხარჯს.
⫸ მგზავრობა და განთავსება: დასავლეთ საქართველოს სხვა ქალაქებიდან ჩამოსული წარმომადგენლებისთვის ბათუმში მგზავრობა და განთავსება სრულად იქნება უზრუნველყოფილი.
რეგისტრაცია: დაინტერესებულმა პირებმა უნდა დარეგისტრირდნენ 2025 წლის 21 იანვრამდე, შემდეგი ბმულის საშუალებით: https://docs.google.com/.../19PLPvCF.../viewform...
მონაწილეობა შეზღუდულია და პროექტის გუნდი დაუკავშირდება შერჩეულ კანდიდატებს.
ტრენინგის თემები და დღის წესრიგი
⫸ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
eka.paatashvili@iliauni.edu.ge
ana.chvamania@iliauni.edu.ge
უნივერსიტეტის ოფისი