BAU იტვირთება…

საგაზაფხულო სემესტრის გარე მობილობა

საგაზაფხულო სემესტრის გარე მობილობა იწყება 29 იანვარს!

არ გამოტოვოთ თქვენი შანსი, მიიღოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლება BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში!

დარეგისტრირდით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონული პორტალის საშუალებით: https://students.emis.ge/

რეგისტრაციის ვადა: 2025 წლის 29 იანვრიდან 7 თებერვლამდე, 18:00 საათზე.

რატომ ავირჩიოთ BAU ბათუმი?

თანამედროვე ინფრასტრუქტურა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო.

ამერიკული მოდელის აკადემიური პროგრამა, რომელიც მორგებულია თანამედროვე საჭიროებებზე.

სწავლების ინოვაციური მეთოდები და უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები.

ანატომიის კადავერული მასალების გამოყენებით შესწავლის უნიკალური შესაძლებლობა პირველად საქართველოში.

პროფესორები საერთაშორისო გამოცდილებით, როგორც საქართველოდან, ისე საზღვარგარეთიდან.

ფართო აკადემიური რესურსები და მრავალფეროვანი სასწავლო მასალები.

სტამბოლის უნივერსიტეტში პრაქტიკული სწავლების შესაძლებლობა.

WFME-ს აკრედიტაცია და ISO 9001:2015 სერტიფიკატი, რაც განათლების ხარისხის მაღალი სტანდარტების გარანტია.

მულტიკულტურული სასწავლო გარემო 25-ზე მეტი ქვეყნის სტუდენტებით.