BAU იტვირთება…

ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ზაფხულის სკოლა

მიმდინარეობს მიღება ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში და 2025 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებზე.

2025 წლის ზაფხულისთვის შემოთავაზებულია პროგრამა "Norway på norsk," რომელიც არის სამკვირიანი კურსი ნორვეგიულ კულტურასა და ენაში. კურსი მოიცავს შესავალ გაკვეთილებს ნორვეგიულ ენაში, კულტურულ გამოცდილებას და ექსკურსიებს ოსლოს რეგიონის სხვადასხვა ადგილას.

კურსი დაიწყება მიმდინარე წლის 30 ივნისს. ოსლოს უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მიღება დაიწყო 2 იანვარს, ხოლო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა:

სტიპენდიის მაძიებლებისთვის: 1 თებერვალი

თვითდაფინანსებადი აპლიკანტებისთვის: 1 მარტი

დეტალური ინფორმაცია შემოთავაზებული საზაფხულო კურსებისა და სხვა აკადემიური პროგრამების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3C9wYKD

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაინტერესებულ აპლიკანტებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ელფოსტას:

iss@admin.uio.no