BAU იტვირთება…
საერთაშორისო პერსონალის მობილობის კონკურსი აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს Erasmus+-ის საერთაშორისო პერსონალის მობილობის კონკურსს აფილირებული აკადემიური პერსონალისთვის.
პარტნიორი დაწესებულება: აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი
მობილობის პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი (მაისი)
მობილობის ხანგრძლივობა: ხუთი სამუშაო დღე
კვოტა: ერთი
Erasmus+-ის ინსტიტუციათაშორისი შეთანხმება BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტს შორის მოიცავს ტრენინგის კომპონენტს, საერთაშორისო შეხვედრებსა და სემინარებს, რომლებიც მონაწილეებს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობების ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს აძლევს.
კონკურსში მონაწილეობისთვის თქვენ უნდა შეავსოთ ელექტრონული ფორმა და წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:
მობილობისთვის საჭირო დოკუმენტები:
• Europass CV;
• სამოტივაციო წერილი;
• პასპორტის ასლი;
• ცნობა სამსახურიდან;
• გამოქვეყნებული სტატიები;
• აკადემიური საქმიანობის გეგმა (სამომავლო სტრატეგიის თავსებადობა საერთაშორისო მობილობის მიზნებთან)
კონკურსის ეტაპები:
1. დოკუმენტების მიღება: 30 იანვარი, 2025 - 2 თებერვალი, 2025;
2. გასაუბრება - 3 თებერვალი, 2025;
3. ნომინაცია გამგზავნი დაწესებულების მიერ - BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი;
4. პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ საბოლოო შერჩევა – აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი;
Erasmus+ საერთაშორისო მობილობის სტიპენდია სრულად ფარავს მგზავრობისა და ყოველდღიურ ხარჯებს.
ოფიციალური ვებგვერდი: აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი https://www.uef.fi/en
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე: უნივერსიტეტის ოფისი