BAU იტვირთება…

სამეცნიერო ბლოგების კონკურსი ახალგაზრდა ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის

სამეცნიერო ბლოგების კონკურსი ახალგაზრდა ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის

კონკურსის მიზანია უახლესი მიღწევების, სამეცნიერო აღმოჩენების, ინოვაციებისა და მათი საქართველოსთვის აქტუალობის შესახებ მტკიცებულებების გაზიარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სფეროებში, სოციალური მედიის სივრცეში დისკუსიების ხელშეწყობით.

კონკურსზე წარდგენილ ბლოგებს პროექტის ჟიური შეაფასებს შემდეგი მოთხოვნების საფუძველზე:

მოთხოვნები სამეცნიერო ბლოგისთვის:

უნდა შეესაბამებოდეს კონკურსის თემატიკას;

არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული;

უნდა შეიცავდეს წყაროებს და ეფუძნებოდეს სანდო მასალებს;

უნდა შედგებოდეს 1 000–2 000 სიტყვისგან;

უნდა იყოს დაწერილი ქართულ ენაზე.

შეფასების კრიტერიუმები:

აქტუალობა და მნიშვნელობა საქართველოსთვის;

თანამედროვეობა და/ან ინოვაციურობა;

ორიგინალობა და კრეატიულობა;

ნაშრომის ავთენტურობა, სიცხადე და ხარისხი;

მტკიცებულებებისა და წყაროების გამოყენება;

დისკუსიის წამოწყების პოტენციალი;

ინფორმაციის ვიზუალიზაცია.

საპრიზო ფონდი: 8,000 ლარი. ჟიური სხვადასხვა დონის საუკეთესო ავტორებს ფულადი პრიზებით დააჯილდოებს.

სპეციალური პრიზი: მკითხველთა მიერ ყველაზე მოწონებული ბლოგის ავტორისთვის.

წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 თებერვალი

გამარჯვებულის გამოცხადება: 5 მარტი, 2025

კონკურსში მონაწილეობის სარგებელი:

წარმოაჩინეთ თქვენი კომპეტენცია და უნარები, გაზარდეთ პროფესიული აღიარება და გააფართოეთ კავშირები ჯანდაცვის სექტორში.

აქციეთ თქვენი სამეცნიერო ნაშრომი (თეზისი, სტატია) ბლოგად.

ფართო აუდიტორიის მიღწევა: ჟიურის მიერ შერჩეული ბლოგები გამოქვეყნდება HealthBridge Hub პლატფორმაზე (LinkedIn) და წარდგენილი იქნება დასაქმების ფორუმის კონფერენციაზე.

მიიღეთ ფინანსური ჯილდო და სპეციალური პრიზი.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა კონკურსში:

შემოუერთდით HealthBridge Hub-ს LinkedIn-ზე.

წარადგინეთ შემდეგი მითითებულ ელფოსტაზე:

თქვენ მიერ მომზადებული ბლოგი Word-ის დოკუმენტში;

ორიგინალური ბიოგრაფია/თვითპრეზენტაცია და პირადი განაცხადი, რომელშიც განმარტავთ თქვენს ინტერესს კონკურსისა და თემის მიმართ (ასევე მისაღებია მოკლე ვიდეო).

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელფოსტა: HealthBridge@iliauni.edu.ge

ტელეფონები: ეკა პატაშვილი: 577288890; ანა ჩვამანია: 555187788

კონკურსის შესახებ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება 7 თებერვალს. შეხვედრის ბმულის მისაღებად დარეგისტრირდით აქ: https://bit.ly/3Crwfo0

კონკურსს ორგანიზებას უწევს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი (BAU).

პროექტი ხორციელდება „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციების ფონდის (CIF) მიერ. კონკურსის მიზანია ჯანდაცვის პროფესიონალებში სამეცნიერო საქმიანობის წახალისება და სტუდენტებს/კურსდამთავრებულებსა და დამსაქმებლებს შორის არსებული უფსკრულის შემცირება პროფესიული გამოცდილების გაზიარებით, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სექტორში დასაქმებასა და თანამშრომლობას.