BAU იტვირთება…
ორი ახალი ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამა BAU ბათუმში
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა ორი ახალი ქართულენოვანი სამაგისტრო პროგრამის პრეზენტაცია—განათლების ადმინისტრირება და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და პოლიტიკა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პროგრამებში ჩართული პირები.
ახალი სამაგისტრო პროგრამები ნერგავს მნიშვნელოვან ცვლილებებსა და ინოვაციებს განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში, აერთიანებს თანამედროვე მიდგომებს, კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.
განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს განათლების სფეროში თანამედროვე მენეჯერული და ადმინისტრაციული უნარებით აღჭურვილი მომავალი ლიდერების მომზადებას. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და პოლიტიკის პროგრამა ეხმიანება გლობალურ ჯანმრთელობის გამოწვევებს, მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ჯანდაცვის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და მათი ეფექტიანი განხორციელების მხარდაჭერას.
ღონისძიების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იყო პროგრამების უპირატესობები, ინოვაციური მიდგომები და უნივერსიტეტის ხედვა.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს განათლების ხარისხის გაუმჯობესებას და სტუდენტებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, რაც სასიცოცხლო როლს ასრულებს მათ პროფესიულ განვითარებაში.