BAU იტვირთება…

საგანმანათლებლო დისკუსია BAU ბათუმში

11 მარტს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა Prosperus Books-ის დამფუძნებლის, თაკო ჯონსონის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო დისკუსიას. თაკო არის გამოცდილი რეკრუტირების ტრენერი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ შრომით ბაზარზე.

ღონისძიების მიზანი იყო დასაქმებისა და კარიერული განვითარების თანამედროვე ტენდენციების შესწავლა, კანდიდატებისთვის აუცილებელი უნარების ანალიზი და რეკრუტირების პროცესის სიღრმისეული გააზრება. დისკუსიამ მოიცვა შრომის ბაზრის დინამიკა, წარმატებული კანდიდატის ძირითადი მახასიათებლები, პროფესიული ზრდისა და პერსონალური ბრენდინგის მნიშვნელობა, ასევე რეზიუმეს შედგენის პრინციპები, გასაუბრების სტრატეგიები და დამსაქმებელთა მოლოდინები.

მონაწილეებმა მიიღეს ღირებული ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები კარიერული წინსვლისთვის. მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება სტუდენტების პროფესიული წარმატებისთვის უკეთ მოსამზადებლად.