BAU იტვირთება…
სამდღიანი მასტერკლასი ჯანდაცვის კვლევის მეთოდებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის პარტნიორობის ფარგლებში, მსოფლიო ბანკისა და კონკურენტული ინოვაციების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, წარმატებით დასრულდა სამდღიანი მასტერკლასი თემაზე: „ჯანდაცვის კვლევის მეთოდები და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები“.
მასტერკლასის ფარგლებში სტუდენტებმა, ახალგაზრდა პროფესიონალებმა და მკვლევარებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე კვლევითი მიდგომების, მონაცემთა ანალიზისა და ჯანდაცვის სფეროში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ.
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მუდმივად უჭერს მხარს თავისი სტუდენტების პროფესიულ განვითარებას, წაახალისებს მათ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო პროექტებში და ხელს უწყობს მოწინავე კვლევითი უნარების გაძლიერებას. მსგავსი ინიციატივები აძლიერებს სტუდენტთა დასაქმების პერსპექტივებს და წვლილი შეაქვს ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში.