BAU იტვირთება…

საერთაშორისო მობილობის პროგრამა ინჰას საუნივერსიტეტო საავადმყოფოში.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას შორეული აღმოსავლეთის რეგიონში. უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები - ასისტენტ-პროფესორი ნათია ხარატი და პროფესორი მარიო განაუ - ამჟამად იმყოფებიან სამხრეთ კორეაში, სადაც მონაწილეობენ ინჰას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს საერთაშორისო მობილობის პროგრამაში.

ვიზიტი მიზნად ისახავს თანამედროვე სამედიცინო განათლებასა და კლინიკურ პრაქტიკაში ექსპერტიზის გაცვლის ხელშეწყობას, ამავდროულად მონაწილეებისთვის უახლესი საგანმანათლებლო და კლინიკური მიდგომების გაცნობას და მათი პროფესიული კომპეტენციების შემდგომ გაუმჯობესებას.

მობილობის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ ტრენინგებში, ეცნობიან ინჰას საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის საგანმანათლებლო და კვლევით საქმიანობას და კლინიკურ პრაქტიკაში კორეელ კოლეგებთან ერთად მუშაობენ.

მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას უნივერსიტეტისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ხელს უწყობს გრძელვადიანი აკადემიური პარტნიორობის განვითარებას, აფართოებს საერთაშორისო მობილობის შესაძლებლობებს და აძლიერებს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტეგრაციას გლობალურ საგანმანათლებლო და კვლევით ქსელებში.