BAU იტვირთება…
BAU ბათუმი აცხადებს კონკურსს კლინიკური პრაქტიკისთვის იტალიაში
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს III, IV, V და VI კურსის სტუდენტებისთვის კლინიკური პრაქტიკის გასავლელად იტალიაში, ფლორენციის უნივერსიტეტში — ევროპის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, რომელიც რენესანსის ეპოქიდან მოყოლებული აღიარებულია.
მობილობის პერიოდი: 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი.
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი თვე
კვოტა: ორი სტუდენტი
აპლიკანტებმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.
საჭირო დოკუმენტები:
· პასპორტის ასლი
· სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა
· Europass CV
· სამოტივაციო წერილი
· აკადემიური მოსწრების ფურცელი GPA-სთან ერთად
· პორტფოლიო
კონკურსის ეტაპები:
1. დოკუმენტების მიღება: 11 აპრილი, 2025 – 24 აპრილი, 2025
2. გასაუბრება კომისიასთან: 25 აპრილი, 2025
3. ნომინაცია გამგზავნი დაწესებულების მიერ - BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
4. პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ სტუდენტის საბოლოო შერჩევა;
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ნომინირებული სტუდენტისთვის გამოყოფს დაფინანსებას ავიაბილეთებისა და საცხოვრებლისთვის განსაზღვრული კვოტის ფარგლებში.
უფასო ტრენინგ პროგრამა
* დასრულების სერტიფიკატი
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისი
საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება საზღვარგარეთ კლინიკური პრაქტიკის გასავლელად შერჩეული სტუდენტების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საგანმანათლებლო დაწესებულება შპს „BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში“ წერილობითი მოთხოვნის წარდგენით გადაწყვეტილების საჯაროდ გამოცხადებიდან 24 საათის განმავლობაში.