BAU იტვირთება…

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს პროფესორ იუსი კაუჰანენს

22 აპრილიდან BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვევა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის (UEF) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი იუსი კაუჰანენი.

აკადემიური მობილობა განხორციელდება Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში და გასტანს ერთი კვირა.

ვიზიტი მოიცავს საჯარო ლექციებს სტუდენტებისთვის, ასევე სამეცნიერო და კვლევით აქტივობებს, რომლებიც მიმართულია ექსპერტიზის გაზიარებისა და მჭიდრო თანამშრომლობის გაძლიერებისკენ.

ეს საერთაშორისო მობილობა მნიშვნელოვანი წვლილს შეიტანს ინსტიტუციური პარტნიორობის განმტკიცებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების განვითარების ხელშეწყობაში.