BAU იტვირთება…
გაცნობითი შეხვედრა BAU სტამბოლის სტომატოლოგიურ კლინიკაში
18 აპრილს, BAU სტამბულის სტომატოლოგიურ კლინიკაში გაიმართა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ კლინიკის წარმომადგენლები, BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, ქალბატონი თეა მიქელაძე, მედიცინისა და ჯანდაცვის მეცნიერებათა სკოლის დეკანი, ქალბატონი ლეილა ახვლედიანი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორი, ბატონი ფრიდონ ჯაფარიძე და ინოვაციური სტომატოლოგიისა და ზოგადი მედიცინის ცენტრ „როგოსის“ დირექტორი, ბატონი გოდერძი ნაკაშიძე.
შეხვედრისას მონაწილეებმა განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები და შეისწავლეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის BAU სტამბოლის კლინიკაში გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობები.