BAU იტვირთება…
კონკურსი Erasmus+ პერსონალის კვირეულისთვის ლიეტუვაში
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური პერსონალისთვის Erasmus+-ის კვირეულის ფარგლებში, ლიეტუვაში, ლიეტუვის ჯანმრთელობის მეცნიერებათა უნივერსიტეტში;
მობილობის პერიოდი: 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი
მობილობის ხანგრძლივობა: ერთი კვირა.
კვოტა: ერთი აკადემიური პერსონალი;
აპლიკანტებმა პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები.
საჭირო დოკუმენტები:
· პასპორტის ასლი
· Europass CV
· სამოტივაციო წერილი
5 დღიანი აქტივობა + 2 დღე მგზავრობისთვის, მინ. 8 საათი სწავლება თითო ვიზიტისას.
კონკურსის ეტაპები:
1. დოკუმენტების მიღება: 30 აპრილი – 2 მაისი
2. გასაუბრება კომისიასთან: 2 მაისი, 2025
3. ნომინაცია გამგზავნი დაწესებულების მიერ - BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი
Erasmus+ სრულად დაფინანსებული პროგრამა.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს: უნივერსიტეტის ოფისი