BAU იტვირთება…
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყურის ქვეყნების განათლებისა და ტრენინგების გამოფენაზე
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მონაწილეობდა ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო გამოფენაში – Gulf Education & Training Exhibition (GETEX), რომელიც გაიმართა დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში.
ღონისძიების მიმდინარეობისას უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა დამთვალიერებლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია BAU ბათუმში უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობების, მისი აკადემიური პროგრამების, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემოსა და უნივერსიტეტის გლობალური ინტეგრაციის ხედვის შესახებ.
GETEX 2025-ში მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზანს, ხელი შეუწყოს საერთაშორისო პარტნიორობასა და ინტეგრირებულ განვითარებას გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.