BAU იტვირთება…

BAU ბათუმის წარმომადგენლები Erasmus+-ის მობილობის ფარგლებში რუმინეთის ვასილე გოლდისის უნივერსიტეტს ეწვივნენ.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ რუმინეთს, არადის ვასილე გოლდისის დასავლეთ უნივერსიტეტს ეწვივნენ ერთკვირიანი გაცვლითი პროგრამით, Erasmus+-ის საერთაშორისო პერსონალის მობილობის ფარგლებში.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრები მასპინძელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან, სადაც განხილულ იქნა ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტებისა და საერთაშორისო ინიციატივების განხორციელების შესაძლებლობები. პერსონალის წევრები ასევე მონაწილეობდნენ პროფესიულ სემინარებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ინსტიტუციური პარტნიორობის გაძლიერებას.

BAU ბათუმი აგრძელებს თანამშრომლობის გაფართოებას მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ევროპის რეგიონებში ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას.