BAU იტვირთება…
2 ივნისიდან აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტიდან დოქტორი ფრენკ ადუსეი-მენსა ეწვევა BAU ბათუმს.
2 ივნისიდან BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვევა აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის, მედიცინის სკოლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კლინიკური კვების ინსტიტუტის პოსტდოქტორანტი მკვლევარი, დოქტორი ფრენკ ადუსეი-მენსა.
მისი აკადემიური ვიზიტი საერთაშორისო თანამშრომლობის ნაწილია და ერთი კვირა გაგრძელდება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო ლექციები, შეხვედრები აკადემიურ საზოგადოებასთან და ერთობლივი სამეცნიერო აქტივობები.
ვიზიტის მიზანია აკადემიური გამოცდილების გაზიარება, პოტენციური ერთობლივი პროექტების შესწავლა და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერება.