BAU იტვირთება…

სტუდენტთა მობილობის პროგრამა - აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტთა მობილობის კონკურსს Erasmus+ პროგრამის ფარგლებში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ სტომატოლოგიის პროგრამის მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს.

მობილობის პერიოდი: გაზაფხულის სემესტრი (2025–2026 სასწავლო წელი)

პროგრამა: სტომატოლოგია

ხანგრძლივობა: სამი თვე (თებერვალი – ივნისი)

კვოტა: ორი სტუდენტი

ფინანსური მხარდაჭერა:

სრულად დაფინანსებული: ყოველთვიური სტიპენდია და მგზავრობის ხარჯები

უფასო სწავლა მასპინძელ უნივერსიტეტში

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აპლიკანტებმა უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადის ფორმა და წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

საჭირო დოკუმენტები:

Europass CV

ნიშნების ფურცელი GPA-ს ჩათვლით

მოტივაციის წერილი

პასპორტის ასლი

სტუდენტის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი

კონკურსის ეტაპები:

დოკუმენტების წარმოდგენა: 2024 წლის 6 ივნისი – 2025 წლის 13 ივნისი

გასაუბრება: 2025 წლის 16 ივნისი

გამგზავნი დაწესებულების – BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ნომინირება

საბოლოო შერჩევა მასპინძელი დაწესებულების მიერ – აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს:

უნივერსიტეტის ოფისი