BAU იტვირთება…
მრგვალი მაგიდა – პოლიტიკის დიალოგი თემაზე: „განათლება და პარტნიორობა ინოვაციური ჯანდაცვისთვის“
BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით, მსოფლიო ბანკისა და კონკურენტუნარიანობის ინოვაციების ფონდის მხარდაჭერით, წარმატებით ჩატარდა მრგვალი მაგიდა – პოლიტიკის დიალოგი თემაზე: „განათლება და პარტნიორობა ინოვაციური ჯანდაცვისთვის“.
ღონისძიებაზე შეიკრიბნენ ჯანდაცვისა და განათლების სფეროს პროფესიონალები, პოლიტიკის განმსაზღვრელები და დამსაქმებლები. დისკუსია ფოკუსირებული იყო საგანმანათლებლო პოლიტიკის გამოწვევებზე, შრომის ბაზრის ტენდენციებსა და დასაქმების ხელშეწყობის სტრატეგიებზე.
მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს შეთანხმების დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს განათლებისა და ჯანდაცვის სექტორებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
მადლობას ვუხდით ყველა მონაწილეს ჩართულობისა და ღირებული წვლილისთვის!
მადლობა ყველა მონაწილეს ჩართულობისა და ღირებული წვლილისთვის!