BAU იტვირთება…

კადავერული კონგრესი 2025

2025 წლის 12-13 ივლისს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა „Cadaver Congress 2025“-ს — ინტენსიურ საგანმანათლებლო სატრენინგო კონგრესს, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ სამედიცინო კოსმეტოლოგებს მიეღოთ რეალური ანატომიური გამოცდილება და აემაღლებინათ კვალიფიკაცია უსაფრთხო საინექციო ტექნიკებში.

ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის კადავერულ ლაბორატორიაში, სადაც მონაწილეებმა მიიღეს პრაქტიკული ცოდნა თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის საკვანძო მიმართულებებში, მათ შორის ფილერები, ბოტულინოტოქსინი, APTOS-ის ძაფები და Ellure (თხევადი ძაფები).

კონგრესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. პროგრამის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.

BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, პარტნიორ ორგანიზაციასა და ტრენერს აქტიური ჩართულობისა და ღირებული წვლილისთვის!