BAU იტვირთება…
Trezor Academy, ეკონომიკის ზაფხულის სკოლის ფარგლებში.
9-10 აგვისტოს BAU ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი ეკონომიკის საზაფხულო სკოლის ფარგლებში უმასპინძლებს Trezor Academy-ს.
ღონისძიება იმართება პროექტის „თავისუფალი სტუდენტები თავისუფალი საქართველოსთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს ახალგაზრდებისთვის ეკონომიკური თავისუფლების, კრიპტოვალუტების, საკუთრების უფლებებისა და ბიუჯეტის ხარჯვის მნიშვნელობის გაცნობას.
მონაწილეები ჩაერთვებიან ლექციებსა და დისკუსიებში, სადაც გაეცნობიან თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, ფინანსურ პასუხისმგებლობასა და პირადი ბიუჯეტის მართვას.
პროგრამის დასრულებისას ყველა მონაწილე მიიღებს სერტიფიკატს. გარდა ამისა, ყოველი დღის ბოლოს მონაწილეებს შორის გაიმართება კონკურსი — საუკეთესო სამი გამარჯვებული მიიღებს სპეციალურ პრიზებს, ხოლო ყველა დანარჩენი მონაწილე დასაჩუქრდება სამახსოვრო საჩუქრებით.
მონაწილეობა უფასოა, თუმცა ადგილები შეზღუდულია!
სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSerQDlGtd3eQuTuwvokInldXI-xeiy4IqHBfNFB_p8UEwX67w/viewform